უხვმა ნალექმა სოფელ ღებში მდინარე ლათქიშორას დონის მკვეთრი მატება გამოიწვია, რის შედეგადაც სოფელ პატარა ღებამდე მისასვლელი გზა დაზიანდა.
ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა სოფლის მიმართულებით შეწყვეტილია.
ვითარებას ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე. ღებში დაზიანებული გზის მონაკვეთის სალიკვიდაციოდ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ასევე შექმნილია შესაბამისი კომისია და ზარალის სავარაუდო ოდენობის დადგენა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.