ავღნეთში მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 40-ზე მეტია. თავდასხმა ავღანეთის აღმოსავლეთით, ნანგარარის პროვინციაში, ქორწილის მიმდინარეობისას 13 წლის ბავშვმა განახორციელა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არც „თალიბანს“ და არც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს არ აუღია.
BBC-ის ინფორმაციით, რომელიც პროვინციის სპიკერზე დაყრდნობით ვრცელდება, თავდასხმის სამიზნე მთავრობის წარმომადგენელი, პოლიციის მეთაური იყო, რომელიც ქორწილში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პაჩირაგამში განსაკუთრებული აქტიურობით ტერორისტული დაჯგუფება „ხორასანი“ გამოირჩევა. „ხორასანის“ მეამბოხეებმა ავღანეთში მთელი რიგი სასიკვდილო თავდასხმა განახორციელეს. გასულ წელს, ქაბულში, მათ მიერ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას დიდი რაოდენობით ადამიანი ემსხვერპლა.
თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე თალიბანის ამბოხებულებსა და ავღანეთის წარმომადგენლებს შორის ისტორიული სამშვიდობო კონფერენცია გაიმართა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მშვიდობისკენ მიმავალი გზა“ მომავალში ფორმალური მოლაპარაკებების საფუძვლად განიხილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.