ლევან იზორია: „ის, ვინც დღეს მინისტრ გახარიას გადადგომას ითხოვს, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი შტურმით აღების მცდელობა ნაწილობრივ მაინც გაამართლოს“
12-07-2019, 16:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ის, ვინც დღეს მინისტრ გახარიას გადადგომას ითხოვს, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი შტურმით აღების მცდელობა ნაწილობრივ მაინც გაამართლოს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

 


მინისტრის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ყველა ფრთას აქვს სურვილი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს თითქოს არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, რაც შსს მინისტრის გუშინდელი გამოსვლით სრულიად გაბათილდა.

 


„20 ივნისს აქციისას შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი მოქმედებდნენ კონსტიტუციისა და კანონის დაცვის ვალდებულების შესაბამისად. სახელმწიფოს ვალდებულებაა ერთის მხრივ გამოხატვის თავისუფლების დაცვა და მეორეს მხრივ მართლწესრიგის უზრუნველყოფა. პოლიციამ უზრუნველყო ორივე ვალდებულების შესრულება. ყველა კითხვა შესაძლო გადაცდომებზე აუცილებლად უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ, იქნება პასუხგაცემული. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში ქვეყნისთვისაა საშიში პოლიციის დელეგიტიმაციის მცდელობა, რასაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დღეს რეალურად აკეთებს. ნებისმიერი ასეთი მცდელობა არის ანტისახელმწიფოებრივი განზრახვა, ვინაიდან პირდაპირ ემსახურება ქვეყანაში დესტაბილიზაციის უზრუნველყოფას“, განაცხადა იზორიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი