„თუკი სამართლებრივად შესაძლებელი იყო ამ ადამიანების დაბრუნება სამსახურში, ასეც უნდა მომხდარიყო“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების თავდაცვის სამინისტროში თანამდებობაზე აღდგენის საკითხს.
ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული პირების თანამდებობებზე დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყო.
“ამ საქმის პოლიტიზება იმთავითვე სწორი არ იყო. თუკი სამართლებრივად შესაძლებელი იყო ამ ადამიანების დაბრუნება სამსახურში, ასეც უნდა მომხდარიყო. ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტი უნდა იყოს ჩამოცილებული და ადამიანების უფლება უნდა იყოს დაცული. თუ სამსახურებში აღადგინეს, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არავის დევნა არ მიმდინარეობს.
სამართლებრივად რაც უნდა გადაწყდეს, ამას პოლიტიკურ კონტექსტებთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით მოხდებოდა. ამ ადამიანების სამსახურებში დაბრუნებასთან დაკავშირებით მედიით შევიტყე, თუმცა ვთვლი, რომ რაც უნდა გადაწყდეს სამართლებრივი პროცედურებით, ეს არავისთან წინასწარ არ უნდა იყოს შეთანხმებული”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.