ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, ამხანაგობების ოფიციალური მომართვიანობის საფუძველზე, სხვადასხვა უბანში 80 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.
ამხანაგობების მიერ, პრიორიტეტების, ასევე საჭიროების განსაზღვრის მიხედვით და ბიუჯეტის გათვალისწინებით, მრავალბინიანი კორპუსების სახურავების განახლება 37 მისამართზე მოხდა; სართულშუა ნაპრალები ამოივსო ორ მისამართზე; წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია ცხრა მისამართზე შესრულდა; ლიფტები განახლდა 14 მისამართზე. ასევე, სადარბაზოები 14 მისამართზე გარემონტდა; საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა ოთხ მისამართზე განხორციელდა; წყნეთში კი ორი სახლის გამაგრების სამუშაოები შესრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 14 100 ლარი დაიხარჯა.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს და მათ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. ყოველი პროექტის დაფინანსებისას კი ამხანაგობების საერთო ანგარიშებზე შეტანილი თანხა - პროექტის ღირებულების 10% მათი საერთო ქონების განახლებას და გამწვანებას, ამხანაგობის სურვილის შესაბამისად, მოხმარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.