ძლიერი წვიმების შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გზები და ხიდ-ბოგირები
13-07-2019, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძლიერი წვიმების შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გზები და ხიდ-ბოგირები, განადგურებულია საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

 


სტიქიის ადგილზე რწმუნებულის მოადგილეები მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას.

 

 

ლენტეხის მერიის ცნობით, მდინარე მუხრის ადიდების შედეგად წაღებულია 30 მეტრის სიგრძის სატრანსპორტო გზა, რის შედეგად სოფ. ტვიბი მოწყვეტილია გარე სამყაროს. დაზიანებულია ჭველფი- ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ბურჯი, ლუჯი - სასაშის დამაკავშირებელი გზა, სასაში-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდი. სოფ. მელეში ადიდებული ღელე გადმოვიდა კალაპოტიდან და დააზიანა სოფლის ცენტრალური გზა. სოფლებში: ხელედში, ბაბილში, ყარიშში, ლასკადურაში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები. ავარიულ მდგომარეობაშია შკედი- ჩიხარეშის დამაკავშირებელი ხიდი.

 


ლენტეხის მერიაში აცხადებენ, რომ მობილიზებულია ტექნიკა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რამდენიმე საათში დაიწყება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი