ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. სოფელ ეშტიაში უკვე დასრულდა გზის მოასფალტების სამუშაოები.
აღდგენილი გზა ნინოწმინდის მერმა ანი მოსოიანმა და ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საზეიმოდ გახსნეს.
როგორც ენზელ მკოიანმა განაცხადა, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, კიდევ ერთი წინასაარჩევნო დანაპირები შესრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.