თბილისის მერია: ზემო ფონიჭალის პარკში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება
13-07-2019, 17:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, 14 ივლისს, 18:00 საათიდან, კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალის პარკში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება.

 


ღონისძიებაზე დაგეგმილია საბავშვო–გასართობი აქტივობები, ასევე, ტურნირები კალათბურთში, ფეხბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ტანვარჯიშში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფარიკაობაში. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ, როგორც პროფესიონალ, ასევე, მოყვარულ სპორტსმენებს. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

 


მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართება სხვადასხვა თამაშები, შეჯიბრი და შოუ-პროგრამა. ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და ილუზიონისტი. მსურველებს საბავშვო კინოჩვენებაზე დასწრების საშუალება ექნებათ. სტუმრების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს, საღამო კი კონცერტით დასრულდება.

 


პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს, დედაქალაქის მერია VTB ბანკთან ერთად ატარებს. ფესტივალის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი