კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამთან სახნავ-სათეს ფართობზე თივას ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის დაახლოებით 40 ჰექტარი ფართობი იწვის. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.
"ჯერჯერობით დაუდგენელია, რამ გამოიწვია ხანძარი. ცეცხლის კერები დაახლოებით 40 ჰექტარზეა გაშლილი. შიდა ქართლის სახანძრო სამსახურების გარდა ხანძრის ლოკალიზებას მცხეთა-მთიანეთიდან და თბილისიდან ჩამოსული მეხანძრეები ცდილობენ. საბედნიეროდ, ხორბლისა და ქერის მოსავალი უკვე აღებული იყო, შესაბამისად, ამ მხრივ ზარალი არ არის. ხანძრის კერის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ ადგილობრივ მოსახლეს 0,4 ჰექტარზე ვენახი ჰქონდა გაშენებული. აქ გვაქვს გარკვეული ზიანი, თუმცა ზარალის ოდენობა ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ დადგინდება", – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა.
ხანძრის რამდენიმე კერა ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრეები ცეცხლის საბოლოოდ ლიკვიდაციისთვის აგრძელებენ მუშაობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.