არჩილ თალაკვაძე პირველ სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
15-07-2019, 10:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 15-20 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

 


საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. არჩილ თალაკვაძე ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, პარლამენტის წევრების როლზე ისაუბრებს.

 


ფორუმში მონაწილეობის პარალელურად, არჩილ თალაკვაძე შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ პრაისთან, კონგრესისა და სენატის წევრებთან, სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან, ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელ მარკ გრინთან და ექსპერტებთან გამართავს.

 


დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე შედიან.

 


ვიზიტის ფარგლებში, თამარ ჩუგოშვილი და სერგი კაპანაძე კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი