ირმა ინაშვილი: „ახლავე იცოდეთ: ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ დავით გარეჯის გაყიდვას“
15-07-2019, 12:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

 

“საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დავით გარეჯის დათმობას. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ბოლო დღეების მანძილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ქმედებაზე ვინმე ჩვენს ქვეყანაში არის პასუხისმგებელი? რა უფლებით და რომელი ლეგიტიმაციით გამოაქვთ ხატები ქართული მონასტრების კელიებიდან? სადაა მთავრობა, სადაა სადემარკაციო კომისია, სადაა პარლამენტი? სადაა და აქაა, მეგობრებო. უბრალოდ, დავით გარეჯის სამარცხვინო დათმობის პროცესი გრძელდება, ეს ჩვენს თვალწინ ხდება და ძალიან ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ამ უმწვავეს ეროვნულ პრობლემაზე საჯარო საუბარი ტაბუდადებულ თემად ითვლება ან რუსეთის აგენტობად! რუსეთი აქ მაინც რა შუაშია, გაუგებარია, მაგრამ იარლიყებთან დაკავშირებულ სიგიჟეს რომ საზღვარი არა აქვს, ეს უკვე გავიგეთ.

ახლავე იცოდეთ: ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ დავით გარეჯის გაყიდვას.   “ქართულ ოცნებას” ვეუბნები: საყდრისი ხომ ააფეთქეთ, არც საყდრისის განადგურება შეგრჩებათ და არც დავით გარეჯის დათმობა.” – წერს ინაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი