რწმუნებულის ადმინისტრაციაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ სამსახურებრივი თათბირი გამართა, რომელსაც რწმუნებულის მოადგილეები და სამხარეო ადმინისტრაციაში შემავალი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
თათბირის მიმდინარეობისას რწმუნებულმა მოისმინა დეტალური ინფორმაციები მიმდინარე პროცესებისა და სხვადასხვა სფეროში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და გაეცნო სამსახურის უფროსების მიერ წარმოდგენილ საქმიანობის ანგარიშს.
არჩილ ჯაფარიძის დავალებით, ადმინისტრაციაში შექმნილია სამი სამუშაო ჯგუფი- რწმუნებულის მოადგილეების ხელმძღვანელობით, რომლებიც დეტალურად ეცნობიან მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობას და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ადგილზე აფასებენ, პრობლემურ საკითხებზე დროულად რეაგირების მიზნით.
თათბირზე ასევე განხილულ იქნა მოსახლეობის მომართვიანობის საკითხები-როგორც სატყეო სააგენტოს ისე, მუნიციპალიტეტებში მიწის აღიარებითი კომისიის მუშაობის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.