მამუკა ბახტაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, წარმოაჩინოს, რომ პარლამენტის შტურმი თურმე პატრიოტიზმის გამოვლინებაა და ინსტიტუტების დაცვა - ბოროტება, ეს არავის გამოუვა"
15-07-2019, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს  პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად – პარლამენტის შტურმი არის პატრიოტიზმის გამოვლინება, კონსტიტუციისა და ინსტიტუტების დაცვა კი, ბოროტება.

 

 

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ეს არავის გამოუვა.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად – პარლამენტის შტურმი თურმე არის პატრიოტიზმის გამოვლინება და კონსტიტუციისა და ინსტიტუტების დაცვა თურმე არის ბოროტება. ეს არავის გამოუვა. ჩვენ ვაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს, ქართველმა ხალხმა დაინახა, რასთან გვქონდა საქმე, ბუნებრივია, ამ ყველაფერს მიეცემა თავისი სამართლებრივი შეფასებები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

მანვე აღნიშნა, რომ 20 ივნისს პარლამენტის შტურმი მიმდინარეობდა  და პოლიცია იძულებული იყო, ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა.

 

 

„აქვე მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს საკითხი შემდეგ მოცემულობასთან – მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიცია იძულებული იყო, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ეს არის შეფასება 20 ივნისის მოვლენების. ამასთან, სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს დაშავებულები და იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთმა სამართალდამცველმა გადააჭარბა მის უფლებამოსილებას და გამოიყენა ზედმეტი ძალა. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რომ მოხდეს თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება, რომელმაც თავისი უფლებამოსილება არ გამოიყენა ისე, როგორც კანონი მოითხოვდა, მოახდინა ძალის ზედმეტი დემონსტრირება. ამის შედეგად სამწუხაროდ, გვყავს დაზარებული ადამიანები, ახალგაზრდები და პოლიციელები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი