თემურ ალასანია აცხადებს, რომ „ქართული კოშმარის“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“, შესაბამისად - მისი ლიდერის - პრეზიდენტ სააკაშვილის - შესაბამისად, მისი ბიძის - თემურ ალასანიას დემონიზება ხდება
15-07-2019, 13:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი დიპლომატი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია გაზეთ „ქრონიკა+“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ქართული კოშმარის“ (შენიშვნა: ასე მოიხსენიებს ალასანია „ქართულ ოცნებას“) მიერ „ნაციონალური მოძრაობის“, შესაბამისად - მისი ლიდერის, პრეზიდენტ სააკაშვილის - შესაბამისად, მისი ბიძის - თემურ ალასანიას დემონიზება ხდება.

 

 

„მაშინ იწყებენ ცხედრების (ჟვანია, გირგვლიანი და სხვ.) და კლუგჰარტების გამოყვანას წინა პლანზე, როდესაც განსაკუთრებით ცუდად აქვთ საქმე და დაძაბული ურთიერთობა ამომრჩეველთან. სოციალური კონტრაქტი, რომელზეც მოაწერა ხელი „ქართულმა კოშმარმა“ (მათ მარტო ასე მოვიხსენიებ), რომელზეც სიმბოლურად ყველა მთავრობა აწერს ხელს საკუთარ მოსახლეობასთან და რომელიც ჩვენ შემთხვევაში ეფუძნებოდა ე.წ. სამართლიანობის აღდგენას „ყველას გამდიდრების სახით“ - პირველივე დღიდან მიამიტების სატყუარა იყო. ყოველი არჩევნების წინ მოსახლეობა სხვადასხვა სიმძაფრით მოჰკითხავს ხოლმე მთავრობას გაცემული თამასუქების ჩაქრობის ვადას. მომიტინგეები უკვე რამდენი კვირაა, ქუჩაში დგანან და სწორედ იმ დაპირებების შესრულებას ითხოვენ, რომელიც „ქართულმა კოშმარმა“ ასე უხვად აფრქვია გასული „შიმშლიანი რვა წლის“ განმავლობაში. ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ დიდი ხანია დაიმსახურა, რომ მთავრობა დაჰპირდეს იმას, რისი შესრულებაც შეუძლია და შეასრულოს ის, რასაც დაჰპირდა. როდესაც საზოგადოებაში აუსრულებელი დაპირბებების უკმაყოფილების ტალღა გორდება, და უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ, ტყუილების გამო საჭირო ხდება დაგროვილი უარყოფითი მუხტის გადაფარვა და ყურადღების გადატანა რაღაც სხვა უფრო „დიდ მოსალოდნელ კატასტროფაზე“, ამ შემთხვევაში გამოიყენება ბევრჯერ ნაცადი მეთოდი: კერძოდ, გაურკვეველი მომავლით დაშინება და ორი ხატის შექმნის ხრიკი. როგორ ხდება ეს პრაქტიკაში? შეკრებენ საშუალო ასაკის ადამიანებისაგან შემდგარ ჯგუფს, რომელთაც საკუთარი მომავლის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ აქვთ წარმოდგენილი. მოგეხსენებათ საქართველოში პენსიები როგორი მიზერული არის და ამიტომ ელემენტარულია, დასვა ერთად გაღატაკებული ხალხი, მოუყვე რაღაც საშინელი ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ გაქურდა წინა მთავრობამ, იმის წინა მთავრობამ და კიდევ ვიღაც კონკრეტულმა (დაუსაბუთებლად) პიროვნებებმა სახელმწიფო, როგორ შეჭამეს ბიუჯეტი, როგორ ცხოვრობენ სადღაც დღემდე ფუფუნებაში და იქიდან რყვნიან ერის წმინდა მისწრაფებებს, აბათილებენ მთავრობის „კეთილ განწყობას“ და ძირს უთხრიან „ბედნიერ მომავალს“, რომელსაც უმზადებს „ქართული კოშმარი“ საკუთარ ხალხს. დასკვნა: სწორედ იმიტომ ვერ ახერხებს „ქართული კოშმარი“ დაპირებების შესრულებას. ეს ვიღაც „ტიპები“ სხედან და დილიდან საღამომდე ყველანაირი მაქინაციისა და მანქანების საშუალებით ცდილობენ, არ მოხდეს იმ ბედნიერი დღის მიღწევა, რომელიც უნდა დამდგარიყო მესამე - უკეთეს, მეოთხე ბრწყინვალე ან მეხუთე გადამწყვეტ წელს. უკვე აღარაფერს ვამბობ ნაჩუქარ მეშვიდეზე (ივანიშვილმა ხომ ითხოვა ხალხისგან, მისთვის კიდევ ერთი წელი ეჩუქებინათ, რომლის განმავლობაში ჩვენ შვეიცარიას უნდა გავუტოლდეთ ცხოვრების დონით).

 


მეორე მეთოდი - თეთრ ცხენზე ამხედრებული, ქვეყნის და ხალხის ზრუნვაში გათანგული რაინდი (ქოცები) და მათი დაპირისპირებული „სატანისტები“, რომლებმაც ფაუსტისებური გარიგება დადეს ეშმაკთან (იგივე დასავლეთთან). კიდევ ერთხელ შევკრიბოთ უფრო მგრძნობიარე და სენსიტიური, შესაბამისად, ადვილად მოსატყუებელი ხალხის ჯგუფი, დავუხატოთ მათ ეს სურათი: ანუ თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი - მთავრობა და, მეორე მხრივ, „ბოროტი და სატანისტური“ ოპოზიცია, განსაკუთრებით ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს. და მართლაც, რატომ იცხოვრებენ საქართველოში, მათ იმდენი აქვთ მოპარული, შეუძლიათ ფუფუნებაში იცხოვრონ. აი, ესენი არიან ყველა თქვენი უბედურების თავი და თავი. ხდება ერთი ნაწილის დემონიზაცია და მეორე ნაწილის იდეალიზაცია.

 


ამ შემთხვევაში ვისი დემონიზაცია ხდება, იცით! „ნაციონალური მოძრაობის“, შესაბამისად - მისი ლიდერის, პრეზიდენტ სააკაშვილის - შესაბამისად, მისი ბიძის - თემურ ალასანიასი - შესაბამისად, მისი მეგობრის - ერიკ გუდისის და ა.შ.“, აცხადებს თემურ ალასანია.

 

კომენტარები: 1
#1   დიანა
      
ეს მეორე მაოხრებელი გზირიც როგო აყროყინდა am

დემონებიც აღარ ხართ გნაცები!
თქვენ ხართ დიდი ხნის მიცვალებულები,უკვე გვამური ლაქები რომ გაუჩნდა და ყარს!
18 ივლისი 2019 14:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი