კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამთან გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეხანძრეები ცეცხლის საბოლოოდ ლიკვიდაციისთვის მუშაობას აგრძელებენ.
კასპის რაიონის სოფელ ოკამთან სახნავ-სათეს ფართობზე თივას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 40 ჰექტარი ფართობი სახნავ-სათესი განადგურდა.
ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები.
“ჯერჯერობით დაუდგენელია, რამ გამოიწვია ხანძარი. ცეცხლის კერები დაახლოებით 40 ჰექტარზეა გაშლილი. შიდა ქართლის სახანძრო სამსახურების გარდა ხანძრის ლოკალიზებას მცხეთა-მთიანეთიდან და თბილისიდან ჩამოსული მეხანძრეები ცდილობენ. საბედნიეროდ, ხორბლისა და ქერის მოსავალი უკვე აღებული იყო, შესაბამისად, ამ მხრივ ზარალი არ არის, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.