აზერბაიჯანში ჟურნალისტს „შეურაცხმყოფელი სათაურისთვის“ ასამართლებენ - მიზეზი 2018 წელს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების დროს გადაღებული ვიდეო გახდა
15-07-2019, 14:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბაქოში სასამართლო გარჩევა მიმდინარეობს ჟურნალისტ სევინჯ ვაგიფგიზის საქმეზე, რომელსაც ბრალი ღირსების შელახვაში ედება. ამის მიზეზი 2018 წელს აზერბაიჯანში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მის მიერ გადაღებული ვიდეოსიუჟეტი გახდა.

 


ამ სიუჟეტის „გმირმა“ – დედაქალაქის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მოადგილემ – ეს სათაური შეურაცხმყოფელად მიიჩნია. ეს ქალბატონი შეურაცხყოფისთვის 2500 მანათის [დაახლოებით $1500] ოდენობის კომპენსაციას მოითხოვს. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს.



სევინჯ ვაგიფგიზი ჟურნალისტი – ფრილანსერია. თავის მასალებში ის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს. 2018 წლის არჩევნების დროს სევინჯ ვაგიფგიზიმ გადაიღო ორწუთიანი ვიდეოსიუჟეტი – სათაურით „არჩევნები-2018: „კარუსელის“ მაკონტროლებელი დირექტორის მოადგილე არჩევნებზე.“

 


„კარუსელი“ – კენჭისყრის შედეგების გაყალბების მეთოდია. საარჩევნო უბანზე მისვლამდე ამომრჩეველს უკვე შევსებულ ბიულეტენს აძლევენ, რათა მან ის საარჩევნო ურნაში ჩაუშვას, ახალი, სუფთა ბიულეტენი კი ორგანიზატორს გადასცეს.

 


ვიდეოსიუჟეტის „მოქმედების ადგილად“ იქცა № 251-ე სკოლა, სადაც ამ სკოლის დირექტორის მოადგილე ელმირა ალანდაროვა შენობაში პერიოდულად შედის და გადის, და ვიღაც ადამიანებს ეკონტაქტება.

 


ელმირა ალენდაროვამ პირობა დადო, რომ განცხადებას უკან გაიტანდა, თუკი ჟურნალისტი მას ბოდიშს მოუხდიდა. სევინჯ ვაგიფგიზი ამას არ დათანხმდა.

 


ჟურნალისტის ადვოკატმა მოისურვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომიტეტიდან საარჩევნო უბნებთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები გამოეთხოვა, მაგრამ მოსამართლემ მას უარი განუცხადა. მომდევნო სხდომა 5 აგვისტოსთვის არის ჩანიშნული, – წერს „კავკაზსკი უზელი“.

 


2018 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ილჰამ ალიევის გამარჯვებით დასრულდა. ეუთოს დამკვირვებლებმა კენჭისყრის დროს გამოვლენილი მრავალი დარღვევის ფაქტის შესახებ განაცხადეს.

 

 

https://jam-news.net

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი