დუშეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე მიმდინარე და დასრულებული პროექტი მოინახულა.
მცხეთა-მთიანეთს სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქ დუშეთში გოგებაშვილის ქუჩას, ბაჩანას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე და აღმაშენებლის ქუჩიდან სოფელ ტონჩის ხიდამდე გზის ნაწილს, ერისთავისა და თეატრის ქუჩების მონაკვეთებს. ასევე, მოასფალტდა სოფლების - ჩანადირთკარისა და საკრამულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და კეთილმოეწყო საცხოვრებელი კორპუსების ეზოები დაბა ჟინვალში. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 600 000 ლარს აღემატება.
მხარის რწმუნებული, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ჟინვალში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოებსაც გაეცნო. ასევე, დაათვალიერა ქალაქ დუშეთში მოქმედი საბავშვო ბაღები, იქ მომუშავე პერსონალს გაესაუბრა და მათთვის პრიორიტეტული საკითხები დეტალურად მოისმინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.