„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე თანაგუნდელს დაუპირისპირდა. მან ტელეკომპანია „პირველში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ გული დაწყდა, როცა გიგი უგულავამ არა მისი, არამედ ნიკა მელიასა და გიორგი ბარამიძის პოზიცია დაიკავა.
„გული დამწყდა როცა გიორგი ბარამიძემ მოითხოვა ჩემი პოზიციის შეფასება და გიგი უგულავა დადგა არა ჩემ მხარეს, არამედ ნიკა მელიას და გიორგი ბარამიძის მხარეს, ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო. პოლიტიკოსები ხშირად უშვებენ შეცდომას, ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე, მაგალითად ჩვენმა პოლიტ-საბჭომ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება არ შევერთებოდით „ნაცმოძრაობის“ დაანონსებულ მიტინგს, მაგრამ გიგი უგულავა ინდივიდუალურად დაესწრო ამ მიტინგს. ჩემი აზრით, ეს იყო შეცდომა მისი მხრიდან, ახლაც ვთვლი, რომ შეცდომას უშვებს, როდესაც პარალელს ფოფხაძესთან ავლებს, როდესაც კახიძესა და ბოკერიაზე არის საუბარი და ნაცმოძრაობის მხარეს იჭერს, როცა ისინი, ამ შემთხვევაში, მართლები არ არიან.“ - განაცხადა კახიძემ.
როგორც კახიძე განმარტავს, 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, მიტინგის მიმდინარეობისას ნიკა მელიას მოწოდებები, პარლამენტის შენობაში შესვლასთან დაკავშირებით, იყო არანორმალური და უპასუხისმგებლო.
„მისაღებია ამ სტილის მოწოდება, რომ პარლამენტში მშვიდობიანად შევიდნენ? ხომ არ ვამბობ, რომ ეს დანაშაულია? დანაშაული არ ყოფილა, მაგრამ ნორმალური მოწოდებაა? პასუხისმგებლიანი მოწოდებაა თუ შეცდომაა? თვლიან, რომ ეს შეცდომა არ არის და ამაზე ვერ დავეთანხმები კატეგორიულად, ვერც გიგი უგულავას, ვერც ნიკა მელიას, ვერც რომან გოცირიძეს, იმიტომ, რომ ჩემს სიმართლეში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და ამ სიმართლეს დავიცავ ბოლომდე.“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.