საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნუკრი გელაშვილი შეხვდა და ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ვიზიტის მიზანს ისრაელის თავდაცვის ძალებში რეკრუტირების საკომუნიკაციო მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებით, ქართული მხარისთვის გამოცდილების გაზიარება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.
ისრაელის დელეგაციის წევრებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში შეხვედრები ორი დღის განმავლობაში გამართეს, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამ მიმართულებით საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ ვითარებას გაეცნენ.
გასული წლის დეკემბერში ისრაელის თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ნუკრი გელაშვილის ხელმძღვანელობით, ისრაელის რეკრუტირებისა და მასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო არხების გამოყენების შესახებ (ე.წ ქოლ-ცენტრი) ინფორმაცია ადგილზე მიიღო.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში ისრაელის ელჩი, შაბთაი ცური დაესწრო. სამუშაო ჯგუფს, რომელიც შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბდა, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი, დავით გუნაშვილი უხელმძღვანელებს. ჯგუფი საქართველოს თავდაცვის ძალებში რეკრუტირების განვითარების პროცესზე იმუშავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.