ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 100 პროექტი ხორციელდება.
ახალქალაქის საკრებულოს ცნობით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ბავრისთვის 16 000 ლარია გამოყოფილი და სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 300 ჰექტარ სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე არსებული გზების მოხრეშვა და გრეიდერის საშუალებით მათი გასწორება იგეგემება. ასევე სოფელში შენდება ფანჩატური ღირებულებით 3 500 ლარი, კლუბისათვის ინვენტარის შესაძენად 850 ლარია გამაოყოფლი. გარდა ამისა, სოფელ ბავრამ მოიგო გრანტი ხიდის მშენებლობისათვის, რომელიც უკვე დასრულებულია. სოფლის ცენტრალური ქუჩის განათებისათვის კი შეძენილია მასალები, მონტაჟი კი ახლო მომავალში დაიწყება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ხორენიაში მიმდინარეობს კლუბის რემონტი 16 000 ლარის ოდენობით. სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება, უკვე შეცვლილია კარები და ფანჯრები, ნაწილობრივ შეცვლილია სახურავი და ამჟამად შენობის გარშემო კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ ხოსპიოში ადგილობრივების სურვილი სპორტული მოედნის მშენებლობა იყო. პროექტზე 60 000 ლარი დაიხარჯება, თუმცა რადგანაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით - 12 000 ლარით შეუძლებელი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება, ხოსპიოსა და მარტუნის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს თავიანთი სახსრების გაერთიანება და შედეგად საერთო თანხამ 24 000 ლარი შეადგინა, რის შემდეგაც მათ მოახერხეს დონორის - „LAG“- ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის - გამოძებნა, რომელიც სპორტული მოედნის აშენებაში საჭირო დამატებით თანხებს, 36 000 ლარს გაიღებს.
სამშენებლო სამუშაოები ყველა აუცილებელი დოკუმენტის მიღების შემდეგ დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.