დავით ზალკალიანი აშშ-ში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
16-07-2019, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს პირადი მიწვევით 16-19 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში.



ვაშინგტონში გასამართ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით, უმსაპინძლებს მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რელიგიურ ლიდერებს და სამოქალაქო აქტივისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მინისტერიალზე განხილული იქნება თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, რელიგიურ შეუწყნარებლობასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის გზები.



მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს თავის უცხოელ კოლეგებთან.



ვიზიტის ფარგლებში 18 ივლისს, ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) თანამშრომლობისა და პარტნიორობისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი