სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან და შ.პ.ს „ექსპერტიზა - მშენებლობა - დიზაინის“ ზედამხედველებთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
სოფელ ღარში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს;
სოფელ ონჭევსა და ლაჩთაში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.