ხათუნა ხოფერია: „ჩემს თაობას, რომელმაც აფხაზეთის ომში რუსებთან ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, პრორუსებს გვეძახით“
16-07-2019, 11:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ იფიქროთ ვბრაზობდე ან რაიმე უარყოფითს ვფიქრობდე. ღმერთმა დამიფაროს, ჩემი შვილიშვილის ხელაა და წარმატებები მინდა ვუსურვო. ბედნიერ საქართველოში ეცხოვროს.. უბრალოდ, კითხვა მაქვს ერთი ამ გოგონას შეფებთან….,- ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, მარიამ გეგუჩაძის მიერ გუშინ, რუსთავი2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 


მარიამ გეგუჩაძემ, რომელიც რუსთაველზე პერმანენტული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია, განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მათ აკრიტიკებს, 90-იან წლებს მისტირის და „რაღაც ფრაზა აქვთ - თბილისი იყო ურთიერთობა“.

 


„კახელებს ღვინოში ჩაუ... სით და ამით მთელ ერს, პირველ რიგში კი. ქართველ გლეხს სახეში სილა გააწანით…

 


ღვთისმშობელს “ეკაიფეთ” და ამით მთელი მართლმადიდებლური სამყარო შეურაცხყავით…

 


თბილისელებს, მორის ფოცხიშვილის სიტყვები - თბილისი იყო ურთიერთობა კეთილშობილთა ყრმათა-, დასაცინად გვიხდით…

 

 

ჩემს თაობას, რომელმაც აფხაზეთის ომში – რუსებთან ბრძოლას, ყველაზე დიდი რამ შესწირეს, საკუთარი სიცოცხლე, პრორუსებს გვეძახით და თავად მოშიშვლებული ტრა ... ით უცხადებთ პროტესტს…

 


რა გინდათ?

 

 

აი, ეს ერთი კითხვა მაქვს… რა გინდათ?

 

 

და რაც არ უნდა გინდოდეთ, წინასწარ გეტყვით! საქართველოს არ დაგანგრევინებთ! თბილისს არ გაგაბანძებინებთ! კახეთს, ქართულ ვაზს, ქართულ ქვევრს და ქართველ გლეხს არ შეგაბილწინებთ! ვერც ამ ხელისუფლებას დაამხობთ! ვერც თავად მოხვალთ ხელისუფლებაში! … და გახარიაც არ გადადგება!!!

 

 

18-თვის მოემზადეთ… შოპენის სამგლოვიარო მარში ჩემზე იყოს…“ , -წერს ხათუნა ხოფერია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი