თბილისში, ელიავას ქუჩის 26 ნომერში მცხოვრები ნინო გაბედავა დედაქალაქის მერიისგან ელიავას ბაზრობის გადატანას, მიმდებარე ტერიტორიაზე პარკის გაშენებას და ქუჩებისა და ტროტუარების მეორადი საბურავებისაგან გათავისუფლებას მოითხოვს.
„გადაიტანეთ ელიავას ბაზრობა და განიტვირთება ვახუშტის ხიდიც და დიდუბესაც ეშველოს ეგებ. რა გახდა ეს ტერიტორია რომ გამწვანდეს და ქალაქი დაემსგავსოს ქალაქს! მიმდებარე ქუჩებზე ავტოსამრეცხაოები რომ არის გახსნილი და პროფილაქტიკები, იქნებ მიხედოთ და გადაიტანოთ მოცილებით. ტროტუარები არ არსებობს და მოგვხედეთ ელიავას 26-ში მცხოვრებლებს, ამოდენა კორპუსი გარშემოტყმულია საბურავებით. ქვეშ, ირგვლივ და მიმდებარე ტერიტორია მეორადი საბურავებით არის გარემოცული, როდემდე?... ხმაური, ჰაერის დაბინძურება როდემდე უნდა ვითმინოთ... .მარტო საარჩევნო დაპირებები არაა საკმარისი. დროა მიხედოთ ქვეყანას და ქალაქს. გახშირებული დაავადებები სწორედაც რომ ამის შედეგია“, წერს ნინო გაბედავა თბილისის მერიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.