სოფელ მუხათწყაროში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. ხანძრის შედეგად არ არიან დაშავებულები და დაზარალებულები. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა განაცხადა, ხანძრის შედეგად 12 ჰექტრამდე ფართობი არის დამწვარი.
"16:27 საათზე შემოვიდა შეტყობინება ხანძრის შესახებ მუხათწყაროდან. ადგილზე 6 ერთეული სახანძრო სამაშველო ტექნიკა და ორი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი ძლიერი ქარის შედეგად 10-12 ჰექტარზე გავრცელდა. ძირითადად დაიწვა ტყის მასივი, ნაძვნარი. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი ახლომდებარე სახლებზე გავრცელებულიყო, თუმცა არცერთი სახლი არ დამწვარა. არ არიან დაშავებულები და დაზარალებულები", - განაცხადა დავით გელაშვილმა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ცეცხლი დაუდევრობის შედეგად გაჩნდა, თუმცა საგანგებო სიტუაციების სააგენტოში ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობენ. ამ დროისთვის სახანძრო ბრიგადები ცალკეულ კერებს ამუშავებენ, რათა ხანძრის გავრცელების საფრთხე საბოლოოდ აღმოიფხვრას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.