არქიმანდრიტი ილარიონი: „21-ე საუკუნეში ჩვენ შეგვიცვალეს ისტორიული მოცემულობა, ეს არის მიამიტობა, უარეს შემთხვევაში - სიბრიყვე და უპასუხისმგებლობა“
16-07-2019, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. არქიმანდრიტი დავით გარეჯის თემაზე ხელისუფლების დამოკიდებულებას „წაყრუებას“ უწოდებს.

 

 

„ეს კომისიები, რომლებიც მუშაობენ ჩვენი მხრიდან და აზერბაიჯანის მხრიდან საზღვრის საკითხზე, არ ვიცი ამას მუშაობა როგორ დავარქვა, იმიტომ, რომ წლებია, არაფერი ჩვენ სასიკეთოდ არ გადაწყვეტილა.

 

 

ესენი ამბობენ, თითქოს ჩვენ რაღაც პროვოკაციებს ვეწევით და ვამწვავებთ ამ საკითხს, ჩვენ არ ვამწვავებთ ამ საკითხს, ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობას. ასეთი წაყრუებით, რაც დღეს არის ხელისუფლებიდან გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. ადრეც ბევრჯერ ვუთხარი მათ, ვისთანაც ხმა მიმიწვდებოდა და გავაფრთხილე, რომ ეს საკითხი მარტივად არ მოგვარდება.

 

 

დღესაც რომ დაკეტილი აქვთ და გვატყუებენ, ატყუებენ მოსახლეობას, ტელევიზიებით გამოდიან და ატყუებენ, რომ თითქოს პრობლემა არ არის. პრობლემა არის, იმიტომ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ყოველგვარი კანონების და სამართლის უგულვებელყოფით შემოსულები არიან ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიაზე არიან შემოსულები, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ხელს ნუ გვიშლით,  ნუ ამწვავებთ ამ საკითხს, რომ ჩვენ მშვიდ ფონზე უნდა მოვაგვაროთ ეს, გადავწყვიტოთ, ვისაუბროთ.

 

 

აი, ასე იყო მაგალითად, ამ გაზაფხულზე, როდესაც ბატონმა დარსალიამ, რომელიც დღეს არის ამ კომისიის  თავმჯდომარე, შემოგვითვალა, რომ ნუ ამწვავებთ საკითხს, მაცადეთ, რომ ვისაუბრო მშვიდად, და როცა ჩვენ „დავმშვიდდით“ და ხმა აღარ ამოვიღეთ, აზერბაიჯანის მხრიდან მოაყენეს ბულდოზერები და გადათახრეს მთელი ჩიჩხიტურის მონასტერი.

 

21-ე საუკუნეში ჩვენ შეგვიცვალეს ისტორიული მოცემულობა, ეს არის მიამიტობა და უარეს შემთხვევაში სიბრიყვე, სიბრიყვე და უპასუხისმგებლობა, ვის ატყუებთ, საკუთარ თავს თუ ჩვენ?!“ - განაცხადა არქიმანდრიტმა ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი