დედაქალაქის მერია თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს
16-07-2019, 12:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 


მისი თქმით, აღნიშნულ პანდუსზე შესაბამისი სამუშაოები გასულ წელს უკვე განხორციელდა, ამჯერად კი, მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება.

 


„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ დედაქალაქში, ეს არის თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ შარშან აქ პირველი სამუშაოები უკვე ჩავატარეთ და ახლა პანდუსის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება კოჭების შეცვლა, ბურჯის თავების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მშენებლობა, მოაჯირის, გარე განათების ბოძების შეცვლა, ახალი თანამედროვე LED განათებების დამონტაჟება და სავალი ნაწილის მოწყობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


მისივე თქმით, თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას, დაახლოებით, ორთვენახევარი დასჭირდება.

 


„პროექტის განხორციელებას ორთვენახევარი დასჭირდება და ამ პერიოდში თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი გადაიკეტება. გვქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს საპატრულო პოლიციასთან და ინფორმაციას წინასწარ გავცემთ. პანდუსის რეაბილიტაციაზე, დაახლოებით, ორი მილიონი ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი