თბილისის ვიცემერის განცხადებით, საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა მეტროსა და ავტობუსის გარდა, მიკროავტობუსითაც იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას.
“ინტეგრირებული გადახდის სისტემა არის ავტობუსებში და მეტროში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვთქვათ ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური, საათნახევარი გადაჯდომის შემთხვევაში, მეტროში აღარ იხდის მგზავრი. სათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება, ასევე, მიკროავტობუსებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას.
ეს არის დაახლოებით, ორწლიანი რეფორმა, რომელიც 2021 წლის ზაფხულში უკვე ახალი სისტემით დაიწყებს მუშაობას. დეტალური გაანგარიშება ჯერ არ არის გაკეთებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ ერთადერთი რამ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს რა თანხაც იკრიბება მგზავრებიდან, იგივე თანხა მოიკრიბება მომავალშიც, არ მოხდება უფრო მეტი თანხის ამოღება მგზავრებიდან ვიდრე ეს ხდება დღეს.
მოხდება შეწონილი ტარიფის განსაზღვრა, რომელზეც ჯერ არავინ არ ვართ მზად რომ ვთქვას რა მოუვა ამ ციფრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს სწორება იმაზე, რომ რა თანხის მოკრებაც ხდება დღეს მგზავრებიდან მიკროავტობუსების, ავტობუსების და მეტროს საშუალებით, ეს ზღვარი იქნება დაცული”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.