ზურაბ ტყემალაძე: ქადაგიძის გუშინდელმა განცხადებამ ლარის გაუფასურება და საზოგადოებაში გარკვეული პანიკა გამოიწვია
13-08-2015, 10:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომელიც მათ შორის, ეროვნული ვალუტის კურსს უკავშირდებოდა.


ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავა ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით, რაც, მისივე თქმით, თავისთავად, გარკვეულ კითხვებს ბადებს.


"2013 წლის ბოლოს გიორგი ქადაგიძემ თქვა, რომ რეზერვების ხარჯვა დაიწყო და ინტერვენცია მოახდინა იმიტომ, რომ ადგილი არ ჰქონოდა სპეკულაციის განვითარებას. რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა მან 2014 წლის ბოლოს, როცა თქვა, რომ არ აპირებს ინტერვენციის განხორციელებას იმიტომ, რომ ამან შეიძლება პირიქით, სპეკულაციას შეუწყოს ხელი. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ერთი წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, მიმაჩნია, რომ არასწორი იყო", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.


მისი თქმით, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების პარალელურად, იმის მიუხედავად, რომ ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 2.30 იყო, ვალუტის გადამცვლელ რამდენიმე ჯიხურში იგი ოთხი პუნქტით გაიზარდა.


ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება წელს რამდენიმე მოვლენის პარალელურად ხდებოდა - იყო ეს მთავრობის დამტკიცება, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში, თუ უკვე მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება.


"ამის შემდეგ, ლარის კურსი გარკვეულწილად დასტაბილურდა, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელმა განცხადებამ გარკვეულ ცვლილებებს კვლავ დაუდო საფუძველი და საზოგადოებაში გარკვეული პანიკაც დაითესა", - განაცხადა ტყემალაძემ.


დეპუტატის თქმით, ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა არ ქმნის იმის საფუძველს, რომ კურსის ცვლილება მომხდარიყო. "იმპორტი შემცირებულია, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და იმის ობიქტური მიზეზები, რომ კურსი გაზრდილიყო, არ იყო, რომ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება", - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი