შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ყაზბეგში, ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი. ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 3 200 მეტრზე მყოფი მოქალაქეებიდან ერთ-ერთი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფის მაშველები. რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
მაშველების დახმარების შედეგად, ორივე მოქალაქე ამ დროისთვის გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.