ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
16-07-2019, 15:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ და ისნის რაიონის გამგებელმა კახაბერ ლაბუჩიძემ, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, სააგენტოს მაშველებს, ვეტერინარებს, ფერშლებს, სანიტრებსა და კინოლოგებს მადლობის სიგელები გადასცეს. ცერემონია ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ჩატარდა.

 


ღონისძიების ფარგლებში თავშესაფრის ტური მოეწყო და სტუმრებმა მაშველების მიერ გადარჩენილი, დაკარგული და გასაჩუქებელი ცხოველები მოინახულეს.

 


მერის მოადგილემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეფექტურ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.

 


,,სააგენტოს წარმატებისათვის თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეკიპაჟების მუშაობის ეფექტურობის მატებასთან ერთად, ასეთი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 


ვახტანგ ლომჯარიამ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე წლის ანგარიში წარადგინა და სამაშველო ოპერაციების გაზრდილ რაოდენობაზე ისაუბრა.

 


,,მიმდინარე წელს 3 ათასზე მეტი კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაცია და 200-ზე მეტი სამაშველო ღონისძიება ჩავატარეთ, 640 ტრავმირებულ ცხოველს აღმოვუჩინეთ დახმარება, 386 ცხოველი გავაჩუქეთ და 88 პატრონს დავუბრუნეთ. სააგენტო ძირითად აქცენტს კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციების ჩატარებაზე აკეთებს, ვინაიდან ეს პოპულაციის მართვის, მსოფლიოში აპრობირებული, ყველაზე ჰუმანური და ეფექტიანი მეთოდია“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

 


მადლობის სიგელები სააგენტოს 32 თანამშრომელს გადაეცა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი