სენაკში, სამხედრო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 27 წლის იუბილე აღინიშნა
16-07-2019, 18:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა და II ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 


საზეიმო ღონისძიება სამწყობრო მოედანზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. დღესვე, ბრიგადის გენერალმა სამხედრო მოსამსახურეები საშტატო კატეგორიის იარაღით, უწყებრივი მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

 


სამხედრო ბაზაზე ღია კარის დღეც გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი