საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ შვედ დიპლომატებს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა შვედეთის თავდაცვის ატაშეს საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკ პიტერ ლიდენს სამხედრო სფეროში მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისათვის, მადლობა გადაუხადა, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სერტიფიკატი გადასცა და წარმატება უსურვა.
შეხვედრას შვედეთის მომავალი თავდაცვის ატაშე, მეთაური ბჰორნ ვილბერნიც დაესწრო. ლელა ჩიქოვანმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოტქვა, რომ საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივ ფორმატში სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.
ვიცე-პოლკოვნიკი პიტერ ლიდენი საქართველოში თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე 2017 წლის მარტიდან მუშაობდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.