მამუკა ბახტაძე: „უპასუხისმგებლო ოპოზიცია ამბობს, რომ კონსტიტუციის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თურმე ყოფილა ბოროტება და პარლამენტის შტურმით აღება არის პატრიოტიზმის გამოვლინება“
16-07-2019, 19:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უპასუხისმგებლო ოპოზიცია ამბობს, რომ კონსტიტუციის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თურმე ყოფილა ბოროტება და პარლამენტის შტურმით აღება არის პატრიოტიზმის გამოვლინება... რომელ ქვეყანაში, რომელ შემდგარ დემოკრატიაში წარმოგიდგენიათ, რომ მიმდინარეობდეს პარლამენტის შტურმი? - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე.

 


როგორც მან აღნიშნა, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, როლის გამჭვირვალობაც აბსოლუტურად იქნება უზრუნველყოფილი.

 


„ვფიქრობ, რომ შეკითხვაში ცდილობთ, ხელოვნურად დაამძიმოთ კითხვის კონტექსტი. ეს „ქეისები“… რამდენიმე მათგანი არის ტრაგიკული, გამოძიება მიმდინარეობს, ვინც სასტიკი დანაშაული ჩაიდინა – ხორავას ქუჩის საქმეს ვგულისხმობ, იცით, რომ ეს სასამართლოში იხილება. რატომ უკავშირებთ ამ საქმეებს ერთმანეთს? თქვენ მითხარით, რომ რამდენიმე საკითხი დაგროვდა ერთად. მოდით, გულწრფელები ვიყოთ. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა იმ დღეს თბილისში და ეს იყო ტრაგედია თითოეული ადამიანისთვის. მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

ამ საქმეს ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა და 100%-ით უზრუნველყოფილია გამჭვირვალობა. მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და არ შეეცადოთ, დავუკავშიროთ ერთმანეთს ისეთი საქმეები, რომელთაც ბუნებაში კავშირი არ აქვთ. რაც შეეხება თავად გიორგის, ბუნებრივია, ის არის ჩვენი გუნდის წევრი და თქვენი კითხვის კონტექსტი არის სრულიად არარელევანტური. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ადამიანს ჩვენს გუნდში, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება, ასეთი ფიზიკურად არ არსებობს, მაგრამ რასაც უპასუხისმგებლო ოპოზიცია ითხოვს, ეს არის სრულიად მიუღებელი. ანუ, ამბობენ იმას, რომ კონსტიტუციის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თურმე ყოფილა ბოროტება და პარლამენტის შტურმით აღება არის პატრიოტიზმის გამოვლინება.

 

 

ეს არის ის კონტექსტი, რა კონტექსტის განვითარებაც სურთ ამ უპასუხისმგებლო ადამიანებს. გიორგი არ გაურბის პასუხისმგებლობას, ისევე, როგორც არც მე და არც ჩვენი გუნდის სხვა წევრი. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ გამოძიება ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად, ობიექტურად და გამჭვირვალედ იმ ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების, გარკვეული პირების მხრიდან ძალის ზედმეტ გამოყენებას“, – აღნიშნა ბახტაძემ.

 


პრემიერის თქმით, ის, რომ საზოგადოებას 20 ივნისის ღამეს მომხდარის დამახინჯებული სურათი მიეწოდოს, სრულიად მიუღებელია და ამას მთავრობა არ დაუშვებს.

 


„ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შემთხვევებიც იყო და ამაზე ვართ ორიენტირებულები, რომ ამას გაეცეს პასუხი, მაგრამ როდესაც ჩვენ ვუყურებთ ზოგად სურათს, მთავარ პრობლემას, რამაც ეს გამოიწვია და შემდეგ არასწორი ინტერპრეტაციის მცდელობას, რომ სრულიად დამახინჯებული სურათი მიაწოდონ ქართველ საზოგადოებას, ეს არის სრულიად მიუღებელი. ის დღე იყო ძალიან დიდი გამოწვევა ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ ხომ გვსურს ყველას სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება და მისი მშენებლობა და ის, რომ გავხდეთ ევროპული სრულფასოვანი ოჯახის წევრი? თქვენ რომელ ქვეყანაში, რომელ შემდგარ დემოკრატიაში წარმოგიდგენიათ, რომ მიმდინარეობდეს პარლამენტის შტურმი? ერთი დამისახელეთ.

 

 

ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, რომ გვსურს მდგრადი დემოკრატიის მშენებლობა და მეორე მხრივ, ყოველდღიურად ცდილობენ, რომ მას საფუძველი გამოაცალონ. ეს ხომ მიუღებელია? მე გარწმუნებთ უბრალოდ, ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არასდროს სკამს არ გამოეკიდება და სწორედ ეს არის ჩვენი სულისკვეთება. ამავე დროს ჩვენ არასდროს მივცემთ დესტრუქციულ ძალებს იმის მცირე შანსსაც კი, რომ საქართველო იყოს აგრესიული დღის წესრიგის მძევალი. ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდი და გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად პატივს კანონს სცემს.ნება პასუხი გაცემული და ეს იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე რეჟიმში, ისე, რომ მცირე კითხვის ნიშანიც კი არ დარჩეს არავის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი