ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ხმათა მცირე უპირატესობით აირჩიეს.
მას 751 დეპუტატისაგან დაკომპლექტებულ ევროპარლამენტში 374 კანონმდებლის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ფარული კენჭისყრის პირობებში მის ამ თანამდებობაზე არჩევას 383 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღდეგი კი 327 იყო. მაისში არჩეულ ევროპარლამენტში კენჭისყრისას სულ ხმა 747 დეპუტატმა მისცა, რადგან 4 ხუთშაბათის სხდომას არ ესწრებოდა.
ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჟან-კლოდ იუნკერს 1-ლი ნოემბრიდან შეცვლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.