თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მუშის გარდაცვალების საქმეზე თანამშრომლების დაკითხვა გუშინ, გვიან ღამემდე გაგრძელდა.
უბედურ შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყავს.
გარდაცვლილი მუშა არასრულწლოვანი იყო. შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებული ორგანული კანონის მიხედვით კი, დამსაქმებელი ვალდებულია, არ დაასაქმოს არასრულწლოვანი თავის ობიექტზე, მომატებული საფრთხის შემცველ და საშიშპირობებიან სამუშაოებზე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.