სამგორის რაიონის გამგეობა მესამე მასივში, უძოს ქუჩისა და უძოს შესახვევის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიხედვით, 6 430 კვ.მ ფართობის ტერიტორია წესრიგდება.
უძოს ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, ამჟამად კი ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. ასევე, მოწესრიგდება საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელები და მოეწყობა გზაგამყოფი კუნძულები.
მიმდინარე საგზაო სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოსო ბურდულაძე ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, აღნიშნულ მისამართზე საგზაო სამუშაოები შპს „ჯეოსერვისმა“ მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო, თუმცა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, გამგეობამ მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.
ახალმა კონტრაქტორმა კომპანია „არსაკიძე 2000“-მა მოსამზადებელი სამუშაოები 8 ივლისიდან დაიწყო და დღეისთვის, ასფალტის საფარი ტერიტორიის ძირითად ნაწილზე იგება. სამუშაოების მომდევნო ეტაპზე, უძოს ქუჩაზე საყრდენი კედლებიც მოეწყობა და გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.
პროექტის ღირებულება დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.