კარბელაშვილი სადეპუტატო მანდატის დასათმობად მზად არის და კატეგორიულად მოითხოვს ღარიბაშვილისაგან ბოდიშის მოხდას
13-08-2015, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი კარბელაშვილი სადეპუტატო მანდატის დასათმობად მზად არის. პარლამენტის წევრი კიდევ ერთხელ გამოთქვამს წუხილს 9 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის გამო და ბოდიშს იხდის.

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ასევე ბოდიშის მოხდას ითხოვს ირაკლი ღარიბაშვილისგანაც. დეპუტატმა დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ცნობაც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც კარბელაშვილს ნარკოტიკული ზემოქმედება არ დაუდგინდა.

 


"მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო 9 აგვისტოს მომხდარ ფაქტს და კიდევ ერთხელ მოვიხადო ბოდიში ჩემი საქციელის გამო, რადგან ნასვამი მანქანის მართვა და პოლიციელებისათვის დაუმორჩილებლობა, მითუმეტეს პარლამენტარისათვის, სრულიად შეუფერებელი საქციელია. მრცხვენია ჩემი საქციელის გამო და ვგრძნობ პასუხისმგებლობას საკუთარი ამომრჩევლების, საკუთარი კოლეგების, საზოგადოების წინაშე და როგორც მამა, ჩემი შვილების წინაშე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო მზად ვარ საჭიროების შემთხვევაში დავტოვო პარლამენტი და უარი ვთქვა სადეპუტატო მანდატზე. აქვე მინდა გამოვეხმაურო ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მე თითქოს ნარკომანი, კრიმინალი და თავზეხელაღებული ვარ, ეს არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ცნობა, რომლის თანახმადაც მე არც 9 აგვისტოს, ინციდენტის დროს და არც არასდროს არ ვყოფილვარ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. სწორედ ამ ოფიციალური ცნობის საფუძველზე კატეგორიულად ვითხოვ ღარიბაშვილისგან ბოდიშის მოხდას, რადგან მან ჩემი ღირსება შეურაცხყო,"-აცხადებს გიორგი კარბელაშვილი.

 

 

 

rustavi2.com

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი