ბიძინა ივანიშვილი: „არც ვაშინგტონიდან და არც ევროპიდან, 20 ივნისს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე, კითხვა არავის აქვს“
17-07-2019, 13:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არც ვაშინგტონიდან და არც ევროპიდან, 20 ივნისს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე, კითხვა არავის აქვს.

 


„20 ივნისიდან მოყოლებული, ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დამქაშები – „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, რომლებიც ასოცირდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პირველივე დღიდან დაჟინებით ითხოვდნენ, რომ უნდა გადადგეს გიორგი გახარია. ერთ-ერთი მოთხოვნა ეს ჰქონდათ. არც ვაშინგტონიდან, არც ევროპიდან, ვინც ნახა ეს კადრები, არავის კითხვა არ ებადება ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე.

 

 

როდესაც მეორე დღესვე ითხოვენ ამას, აქ ყველაფერი იკვეთება. ძალა ლეგიტიმურად იყო გამოყენებული. არავის ამის მსგავსი კითხვა არ აქვს. შესაბამისად, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის. შევხვდი ევროპელებს, ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია. ის კადრები, რაც ნახეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე არავის კითხვა არ უჩნდება. შესაბამისად, შს მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არაა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი