აჭარაში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რეგიონული ორგანიზაცია შეიქმნა
17-07-2019, 14:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა.

 

 

სამუშაო შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე - ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.

 

 

შეხვედრაზე აჭარის „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით,  თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას პარტიის ყრილობა დაამტკიცებს, რომელიც გაზაფხულისთვის იგეგმება.

 

 

 „ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. ის , რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, მხოლოდ არჩევნებზე აქტიურდებოდა, ჩვენ ამ რეჟიმზე უარს ვამბობთ და ყველა დრო, არჩევნებიდან არჩევნებამდე შუალედიც უნდა იყოს მსგავსი და უფრო აქტიური. მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან. ჯერ საჯაროდ არ გაგვიცხადებია, მაგრამ ქართული ოცნების აქტივი ხელისუფლებიდან, საკრებულოებიდან, პარლამენტიდან უკვე გასულია რეგიონებში, მაღალმთიან რეგიონებში. სექტემბრიდან ჩვენ გაცილებით უფრო მეტად აქტიურები ვიქნებით. ჩვენ გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას, მათთან გვექნება ძალიან ბევრი პოლემიკა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან დაკავშირებით,  გავაცნობთ ახალ ბიუჯეტს განსაკუთრებით რეგიონებში და რაიონებში. ყველას აშფოთებს წყალი, გზა, კანალიზაცია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. მათთან ერთად დავიხვეწებით თანხების ეფექტურად განკარგვაში, როგორ მოახერხოს ეს ხელისუფლებამ. აქტიურ კომუნიკაციას აღვადგენთ თქვენი და ჟურნალისტების საშუალებით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. რაც მე დავპირდი, იმას უნდა დავარქვათ თავისი სახელი“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა.

 

 

ორგანიზაციის პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები: გენერალური მდივანი - კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი - ირაკლი ღარიბაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი