პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან ქვეყნის ეკონომიკასა და რუსულ ბაზარზე ისაუბრა. მან ქვეყნის მტრად მოიხსენია ის ადამიანები, რომლებსაც სურთ რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა.
მისი თქმით, დივერსიფიკაცია მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დაკეტილი იყო რუსული ბაზარი.
„რუსული ბაზრის ჩანაცვლება არ არის იოლი არავისთვის და მითუმეტეს, ჩვენთვის, ელემენტარული მიზეზის გამო - პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია რუსეთში და მას ჰყავს მომხმარებელი.
დივერსიფიკაცია მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დაკეტილი იყო რუსული ბაზარი და გრძელდება ეს პროცესი, მაგრამ ვისაც აქვს იმის სურვილი, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს, არიან ქვეყნის მტრები" , - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.