იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობდა, საბჭოს მოსამართლე წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საბჭოს არამოსამართლე წევრებმა დამატებითი დრო ითხოვეს შეკითხვების დასასმელად მას შემდეგ, რაც დიმიტრი გვრიტიშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ მოსამართლეობის კანდიდატ ზურა აზნაურაშვილთან გასაუბრება დასრულდა. სწორედ ამას მოჰყვა პროტესტი.
ზურაბ აზნაურაშვილთან გასაუბრება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ინფორმაციით კანდიდატს საბჭოს მოსამართლე წევრ თამარ ონიანთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს, რის გამოც ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება.
თამარ ონიანმა განმარტა, რომ მასსა და ზურაბ აზნაურაშვილს შორის ნათესაური კავშირი აღარ არსებობს და მისი მხრიდან კანონის დარღვევა მხოლოდ და მხოლოდ ის იქნებოდა, თუ ის პროცესს კანონის გვერდის ავლით ჩამოშორდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.