საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი შაბათს ვაშინგტონში გაემგზავრება. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, მინისტრი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდება. ამასთან, შეხვედრები დაგეგმილია თეთრ სახლშიც.
“შაბათს მივდივარ ვაშინგტონში. შეხვედრა მექნება თავდაცვის მდივანთან. შეხვედრები ასევე მაქვს დაგეგმილი თეთრ სახლში. სახელმწიფო დეპარატამენტში. ბევრი შეხვედრაა დაგეგმილი საერთაშორისო მედიასთან, ამერიკულ მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენი მთავარი დღის წესრიგი ცნობილია. ეს არის ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, უფრო მეტი სიმჭიდროვე, სიახლოვე ამ ურთიერთობებში. ასევე ეს არის ამერიკული მხარის მხარდაჭერის მოპოვება ნატო-ს მინისტერიალისთვის”, – აღნიშნა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.