NBC UNIVERSAL-ი საქართველოში ფილმის გადაღების შესაძლებლობებს სწავლობს, - კინოსტუდიის წარმომადგენლებს დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოში კინოგადაღების მიმართულებით არსებობს. ამ კონტექსტში განხილული იყო პროგრამა - „გადაიღე საქართველოში", რომლის ფარგლებში NBC UNIVERSAL-თან ხანგრძლივი კომუნიკაციის ისტორია არსებობს.
ჰოლივუდის კინოსტუდიის წარმომადგენლები საქართველოში ასევე სტუმრობდნენ რამდენიმე ლოკაციას, სადაც სხვადასხვა ფილმისთვის ცალკეული სცენების გადაღების საკითხი შეისწავლეს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მათ დაინტერესებას მიესალმება და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი გადაღებების პროცესის მაღალ დონეზე წარმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.