ვლადიმერ კონსტანტინიდი: „ურთიეროებების ჩიხიდან გამოსაყვანად, რომელშიც აღმოვჩნდით 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, აუცილებელია დეოკუპაციის პროცესის დაწყება“
17-07-2019, 17:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მედიის წარმომადგენლებთან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

 

 

"ვიხილეთ სერგეი ლავროვის განცხადებები. უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ საქართველოში სრულად არის უზრუნველყოფილი უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება, რამდენადაც საქართველო წარმოადგენს უსაფრთხო ქვეყანას, რაც დადასტურებულია ევროკავშირის მიერ და ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში.

 


ურთიეროებების ჩიხიდან გამოსაყვანად, რომელშიც აღმოვჩნდით 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ, აუცილებელია დეოკუპაციის პროცესის დაწყება, რისთვისაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რის შესახებაც ქართული მხარე მუდმივად საუბრობს. ჟენევაში მიმდინარე დიალოგის მიზანია რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნება საკუთარ სახლებში.

 


ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმ გარკვეული პროგრესის შენარჩუნება, რაც მიღწეულია სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით. აღნიშნული შედეგების შენარჩუნების მიზნით უნდა მოხდეს შექმნილი დაძაბულობის მოხსნა და დეესკალაცია." - განაცხადა ვლადიმირ კონსტანტინიდმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი