საქართველოში საბადოს დახურვისა და რეგენერაციის თანამედროვე მეთოდოლოგია დაინერგება
17-07-2019, 18:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ  მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტი - საბადოთა დახურვა და ეკონომიკური რეგენერაცია. 

 

 

პროექტის მიზანია მიტოვებული ან დასახურად მომზადებული საბადოების ამჟამინდელი მდგომარეობი შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის მოპოვება. შედეგად, ჩამოყალიბდება და დაინერგება საბადოთა დახურვისა და სამთო-მოპოვებითი ფართობის რეკულტივაციისა და რეგენერაციის სახელმძღვანელო ჩარჩო. 

 

 

პროექტის ფარგლებში მოხდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, სახელმწიფოს მხრიდან საბადოთა დახურვის სათანადო მოთხოვნების შემუშავებისა და ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით. ამასთან, კვლევის ფარგლებში განხორციელდება მიტოვებულ საბადოთა აღრიცხვა და რისკის შემცველ საკითხთა იდენტიფიცირება, ასევე  ინსტიტუციური და მარეგულირებელი ხარვეზების გამოვლენა, შემდგომში ზოგადი პრინციპებისა და სტანდარტების შემუშავების მიზნით. 

 

 

პროექტის განსახორციელებლად შერჩეულ იქნა საერთაშორისო  საკონსულტაციო ჯგუფი SRK Consulting. კომპანიის წარმომადგენლები პირველი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში მოხდება არსებული საბადოების საველე დათვალიერება. 

 

 

ამასთანავე, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაგეგმილია სწავლების ჩატარება დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით, ასევე კვლევის  წინასწარი შედეგების გაზიარება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი