საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ჯონათან პერიშთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებაზე, საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს განსაკუთრებულ წვლილსა და პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.
ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ნატოს წარმომადგენელს, ალიანსის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ურყევი მხარდაჭერისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.