საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ შეხვედრა გამართა მალაიზიის მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო სავაჭრო ასოციაციის პრეზიდენტთან, მეგან სუსთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ SMITA-ს გენერალური მდივანი, ქ-ნი მერი ლოუ და საერთაშორისო შესყიდვების დირექტორი, ქ-ნი ლიან ლო. SMITA მალაიზიის საგარეო ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი დამოუკიდებელი სააგენტოა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალი ბაზრების ათვისება.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მალაიზიის ბიზნესწრეებს შორის კავშირების დამყარების პერსპექტივები და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებები.
ქ-ნ მეგან სუს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის, ლიბერალური ბიზნესგარემოს, საგადახადო სისტემის სიმარტივის, საერთაშორისო რეიტინგების, მალაიზიელი ინვესტორებისთვის პოტენციურად საინტერესო დარგების (ტურიზმი და ტურისტული ინფრასტრუქტურა, აგროსექტორი, წარმოება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა), ინვესტორებისთვის გათვალისწინებული შეღავათების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების შედეგად წარმოქმნილი შესაძლებლობების შესახებ. ასევე ეცნობა, რომ მ. წ. 28 ივნისს ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს სსიპ „აწარმოე საქათველოში“ და მალაიზიის მცირე და საშუალო ბიზნესის კორპორაციას შორის.
ქ-ნმა მეგანმა თავის მხრივ წარმოადგინა პრეზენტაცია SMITA-ს საქმიანობის, ასევე 2018 წელს ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ქ-ნი მეგანის ინფორმაციით, SMITA დაინტერესებულია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს შესწავლით, შესაბამის სახელმწიფო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვითა და მალაიზიელი ბიზნესმენებისთვის საქართველოში პოტენციურად მიმზიდველი დარგების იდენტიფიცირებით, რისთვისაც გეგმავს ვიზიტს საქართველოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.