“დავატანე თავს ძალა და ვნახე ივანიშვილის ბოლო, სრულიად არეული ინტერვიუ, ის ცდილობს, თავისი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს, რადგან ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულში”, – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორ, მიხეილ სააკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
„ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა, რომ დარბევის ბრძანება გასცა თავად. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას. ის შლის ქართულ სახელმწიფოს, რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა. მთავარ ხელისშემშლელად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს და ეს ძალიან ნიშანდობლივია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ გამოკითხვებში, იმის გათვალისწინებით, რომ არის დიდი ცდომილება, სერიოზულად ლიდერობს.”
სააკაშვილი ხალხს ერთიანობისა და კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობობიდან გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია.
ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ გვმართებს ახლა როგორც არასდროს, გაერთიანება, რადგან გვაქვს საქმე ძალიან დამფრთხალ, დაშინებულ, საშიშ ფსიქოპატთან, რომელიც მზად არის და აქვს უნარი, ბევრად მეტი სისხლი დაღვაროს, ბევრად მეტი მსხვერპლი შეიწიროს და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს მათი, მაგრამ როცა ის გვპირდება, რომ სექტემბრიდან დაიწყებს რაღაც დალაგებას, გავიხსენოთ, რომ 2016 წელსაც ასე იძახდა, შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინაც ასე იძახდა. ყოველ ჯერზე სულ ახალი უბედურებები ხდებოდა. ყველაფერი გამოგვივა. ახლა მთავარია ერთიანობა, კონსოლიდაცია, უკან არდახევა და მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულება. აქედან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები, ახალი, ფართო ბაზის მქონე ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება, ოლიგარქების გაწევა, ვინც არ უნდა იყოს ეს ოლიგარქი, ძველი ოლიგარქი ივანიშვილი, თუნდაც ახალი ოლიგარქი, რომლებიც ახლა მოძვრებიან ხელისუფლებაში და თავის გეგმებს ასახელებენ, იგივე ხაზარაძე. ჩვენ ოლიგარქები აღარ გვჭირდება. საქართველო უნდა დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი უნდა იყოს ბატონ-პატრონი და არა ვინმე ფულის ტომარა, რომელიც საკუთარ ჯიბეზე მოარგებს საქართველოს. ყველაფერი გამოგვივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.