საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიურ შეტევასთან დაკავშირებით, რომელიც მის გადაცემაში მინისტრის სტუმრობას მოჰყვა, განცხადებას აკეთებს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ის ინგა გრიგოლიას მადლობას უხდის და მას მხარდაჭერას უცხადებს.
„მე მინდა ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ქალბატონ და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა და აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი, ელემენტარული ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ, მე მინდა მას მადლობა გადავუხადო ძალზედ მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება, ჩემი აზრი გამომეთქვა ზოგჯერ მწვავე კამათში“ , - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.